საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ქართულ ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებს დავოსიდან ეხმაურება. პრემიერის განცხადებით, პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესს, მამუკა ბახტაძის განმარტებით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ამ საკითხზე პრინციპული განაცხადი უკვე გააკეთა