რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მთავარი მიზანი ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შემცირებაა. საქართველოს პრემიერმა რუმინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.