23:52
10 დეკემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია
21-01-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია.
მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.
დღეს მამუკა ბახტაძეს ლიეტუველი კოლეგა საულიუს სკვერნელისი უმასპინძლებს. გაიმართება მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც ქართველ და ლიეტუველ სტუდენტებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია იმყოფებიან.

AutoPlay
მალხაზ მაჩალიკაშვილი და მოძრაობა "შევინარჩუნოთ სიცოცხლეს" წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ლარის გამყარებასთან დაკავშირებით "მთავრობას სატრაბახო არაფერი აქვს" - ეკონომიკის ექსპერტები
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ლარის გამყარების ტენდენცია - ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ კურსის გამყარება მთავრობის მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ევროკავშირის მოქალაქეები ბორის ჯონსონს მიგრანტების მიმართ ქსენოფობიური განცხადების გამო აკრიტიკებენ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
50 მცირე მეწარმეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადაეცათ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქცია-პერფორმანსი გაიმართა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები