საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ-იორკში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრას ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო ოქტომბერში თბილისში მასშტაბურ კონფერენციას გამართავს.