პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, მაგრამ როდესაც პასიური კორდონი ვეღარ ახერხებდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შეჩერებას, პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები.
ამასთან, ბახტაძის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში მსგავსი ქმედებები, რაც 20-21 ივნისს საზოგადოებამ იხილა, დაუშვებელია და მას შესაბამისი შეფასება მიეცემა. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქით “ნაციონალურ მოძრაობას” სურს, საკითხი წარმოაჩინოს, რომ პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება, თუმცა პრემიერის განცხადებით, ეს არავის, არასდროს გამოუვა.