მთავარი მიზანი არის ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი და ეს კურორტი იყოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქვეყნის, სიამაყე საქართველოსი და მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ასე მიმართა ბახმაროში, ფერისცვალების აღსანიშნავ დღესასწაულთან და ტრადიციულ დოღთან დაკავშირებით შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, ნებისმიერი ერი იამაყებდა იმ სილამაზით, როგორიც ბახმაროშია.როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბახმაროს განვითარების გეგმის ექსპერტიზას ავსტრიელი სპეციალისტები ჩაატარებენ, რათა ეს უნიკალური კურორტი, საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დაპროექტდესბახმაროში მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრება.ბახმაროში ასევე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი.დოღში „ბახმაროს თასი 2018“ მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები.ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი – ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.