"20 წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. 20 წლის შემდეგ მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველო წელს ჩაიბარებს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას.