მამუკა ბახტაძე - მე ვიყავი და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი - Palitra News

მამუკა ბახტაძე - მე ვიყავი და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი

2019-09-02 13:06:12+04:00

მე ვიყავი და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში,თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას წერს.

ამასთან, ბახტაძე წარმატებებს უსურვებს მომავალ პრემიერ-მინისტრს.

"დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას! მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!", - წერს ბახტაძე.