მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლაზე - გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება - Palitra News

მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლაზე - გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება

2019-05-13 14:00:38+04:00

"მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლის დროს წარმოქმნილ სიტუაციაზე კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერი საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულზე მოკვლევა მიმდინარეობს.შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძისსაუბარი შენელებული იყო და წყდებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნი დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.