საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი და გულმხურვალე მხარდამჭერი.ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის მემკვიდრეობა მთელს მსოფლიოში ცხოვრობს.ჩვენი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან არის“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.