საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე ეკონომიკის ახალი მინისტრი წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, ამბიციური და ძალიან მკაცრი არის. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის სწორი აღქმა აქვს.