საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხს აგებს კანონის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე და გავრცელებულ ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მ
თავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ამას ყოველთვის უზრუნველყოფს. ხოლო საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით მან აღნიშნა,რომ მას თავისუფალ მასმედიასა და ტელევიზიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.