პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა და განაცხადა რომ მას აქვს დიდი ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად გაირკვეს რეალურად რა მოხდა ამ საქმის გარშემო. თუმცა, მისი აზრით წამზომზე აპერლირება არ არის სწორი მიდგომა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ორგანოები ამ საქმის გამოძიების პროცესში პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.