საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში ზამთრის სეზონი გახსნა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ წლევანდელი წელი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და მართლაც დაუვიწყარი იქნება, რადგან გუდაური ახალ სეზონზე დამსვენებელს ბევრ სიახლეს სთავაზობს.გუდაური ახალ სეზონს ექვსი ახალი საბაგირო გზით ხვდება, რომელთა შორის ორი ძველი, ახლად რეაბილიტირებული გზაა.გარდა ამისა, ზამთრის კურორტებზე პატრულირებისთვის სპეციალური ტრენინგი გაიარა საპატრულო პოლიციის 82-მა თანამშრომელმა და ყველგან, ზამთრის კურორტებზე – გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარაში და სვანეთშიც მუშაობენ პატრულის შესაბამისად ეკიპირებული შემადგენლობები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუდაურში პროექტების განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს, ასევე “დოპელმაიერს” და სხვა კომპანიებს, რომლებმაც უმოკლეს ვადებში შეძლეს მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია, დამსვენებლებს კი ახალი სეზონის გახსნა მიულოცა.