პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნება" და მისი ლობისტები 2016 წელს "შავ პიარს" გეგმავდნენ გიგი წერეთლის წინააღმდეგ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს ინფორმაცია ფანტაზიის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის დროს, გიგი წერეთელის დაბლოკვის დავალება გასცა.