საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, "გაზპრომთან" მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკების დროს ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ ამ ორ ძირითადი პრინციპს ეყრდნობდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.