საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას არანაირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა საქართველოს პრემიერს კითხვა დაუსვა, რომ შეშფოთება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის სესხების დაფარვა ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული.