საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.მთავრობის მეთაური დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ევროპელი დეპუტატები მამუკა ბახტაძეს კითხვებს დაუსვამენ.მამუკა ბახტაძეს მოხსენებისთვის 20 წუთი ექნება, შემდგომი 40 წუთი კი, განკუთვნილი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპულ გზაზე მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ევროპელ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხოს.მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა სიმბოლურად საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.