ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო, - ევროსტრუქტურაში საქართველოს შესახებ გუშინ გამართულ განხილვას პრემიერ-მინისტრი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ევროპარლამენტარები გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის მიმართ, ასევე ყურადღებას ამახვილებენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა მსოფლო დღის წესრიგში ყოფნა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბახტაძემ მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა.