საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრისას აღინიშნა. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე ბახტაძემ დონალდ ტუსკს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენმა ხაზი გაუსვა საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები დადებითრად შეაფასა. დონალდ ტუსკმა საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.