საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პოსტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით დასამულ შეკითხვას ორაზროვნად უპასუხა და აღნიშნა, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება, თუმცა მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. ბახტაძის განცხადებითვე სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება მათი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი.
ამასთან, პრემიერმა არ დაადასტურა და ჭორი უწოდა გავრცელებულ უნფორმაციას, რომ თავად ტოვებს პრემიერ-მინისტრობის პოსტს.