პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, დამამთავრებელ კლასებში ხშირ შემთხვევაში უმძიმესი შედეგები გვაქვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მაშინ, როცა დაბალ კლასებში სტატისტიკური მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, მაღალ კლასებში არის ვარდნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მისია, გარდა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისების წვდომისა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა, რათა ადამიანებმა საკუთარი ნიჭის რეალიზება შეძლოს.