"ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ქართული საგალობლების სანოტო ნიშნების კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქართული საგალობლები მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენაა.
შეგახსენებთ სკოლებში საგალობლებისა და ფოლკლორის სწავლების ინიციატივით მტავრობას პატრიარქმა მიმართა.