ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვითაა დაკავებული, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც გვესმის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი მონაპოვარი სწორედ მედიაპლურალიზმია.