საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან შეძლოს თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება. პრემიერის თქმით, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი და კონსორციუმს აქვს სამთავრობო მხარდაჭერა ვალდებულებების შესრულებაში. პრეიმიერ-მინისტრმა საქართველოს შავი ზღვის სტრატეგიულ როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგრადობსითვის კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი.