საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის იდეა მიიყვანა კონკრეტულ შედეგებამდე. პრემიერის თქმით 2016 წელს ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა და სამწუხაროდ, ოპონენტებმა მას მხარი არ დაუჭირეს. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა პრემიერ-მინისტრს კრიტიკული წერილით მიმართეს სადაც სხვა საკითხებთან საუბარია საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების 2024 წლისთვის გადავადებაზე.