საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით საქართველოს აქვს ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლება და ასევე უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ იმისკენ, რომ დავძლიოთ ქვეყნის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. მისივე თქმით, საქართველოს მიზანია ქვეყანა რეგიონის ეკონომიკური ჰაბი გახდეს, რისთვისაც განათლება უმნიშვნელოვანესია.