ჩემი მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა წამყვანი გერმანული მედიასაშუალების კითხვებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში უპასუხა.მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს მარშრუტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტირებით სულ უფრო მეტი კომპანია ინტერესდება.