ჩვენ და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო - ჩვენ ეს ტკივილი ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აფხაზეთში ომის დაწყების 27-წლისთავს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, მშვიდობითა და განვითარებით ისინი აუცილებლად მიიღწევა ქვეყნის გაერთიანება და საერთო წარმატებული მომავლის შექმნა.