"2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ დაახლოებით მილიარდ 600 მლნ ლარს გავითვალისწინებთ, 2020 წელს ის გახდება 2 მლრდ, 2021 წელს - ორ მილიარდ ნახევარი, ხოლო 2022 წელს გაუტოლდება 3 მლრდ 400 მლნ ლარს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედი მიიმართება განათლებაზე, ახალგაზრდობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. პრემიერის თქმით, 2012 წელს მთავრობამ გადმოიბარა განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მლნ ლარს არ აღწევდა.