11:14
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - 2019 წელს 20%-ით გავზარდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ეს ყველაზე დიდი ციფრი, რაც კი დამოუკიდებელ საქართველოში გვქონია
23-07-2019

მამუკა ბახტაძე - 2019 წელს 20%-ით გავზარდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ეს ყველაზე დიდი ციფრი, რაც კი დამოუკიდებელ საქართველოში გვქონია


2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20%-ით გაიზარდა. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი ციფრი, რაც  რაც კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელ საქართველოში გვქონია. რეგიონებში განსახორციელებლი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების საერთო ბიუჯეტმა წელს ჯამში  500 მილიონი ლარი შეადგინა, რითაც 6700 პროექტის განხორციელება იგეგმება. რეგიონში განსახორციელებლი  პროექტების ფონდის ბიუჯეტი 310 მილიონი ლარია, რაც 67 მილიონით აღემატება წინა წლის ბიუჯეტს. შესაბამისად, ფონდიდან წელს 393 პროექტით მეტი, ჯამში კი 1201 პროექტი დაფინასდება.  ამასთან, 6 თვის მონაცემებით უკვე დასრულებულია 40 მილიონი ლარის  137 პროექტი.

აღსანიშნავია, რომ  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  20 მლნ ლარით ფინანსდება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის 405 პროექტი.  კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით წელს აშენდება 39 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი, 104 ახალი ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 262 არსებულ ამბულატორიას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები