2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, დღეს ყველა ის სირთულე აღმოფხვრილია, რომელიც მიწის რეგისტრაციასთან იყო დაკავშირებული.მისივე ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.