„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა ახვლედიანი გამოეხმაურა.
როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მელიას სწორება არა სხვა ოპოზიციური პარტიისკენ, არამედ მმართველი ძალისკენ უნდა ჰქონდეს. ახვლედიანის შეფასებით, მელიას განცხადება არაკორექტულია.„მე არ დავალ ნიკა მელიას დონემდე, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტულია ბატონ მელიას განცხადება. სამწუხაროდ, პოლიტიკოსი გადადის და თითს იშვერს სხვა ოპოზიციური პარტიისკენ და წყდება ძირითად თემას, მაშინ, როცა მისამართი არა „ევროპული საქართველოსკენ“, არამედ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისკენ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.ნიკა მელიას განცხადებით, გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს თავისუფალი იქნებოდა,