დღეს Tiffany-ის წლიური ბრუნვა მილიარდ დოლარს აჭარბებს, თითქმის ორი საუკუნის წინ კი, საიუველირო ბრენდის ისტორია სულ რაღაც 1000 დოლარით დაიწყო, რომელიც ჩარლზ ლუის ტიფანიმ მამისგან ისესხა, რათა კომპანიონთან, ჯონ იანგთან ერთად საკუთარი საქმე დაეწყო.1837 წლის 14 სექტემბერს ბროდვეიზე ტიფანი-იანგის "საკვირველი წვრილმანების და საკანცელარიო ნივთების" პატარა მაღაზია გაიხსნა. მართალია, პირველი დღის შემოსავალმა სულ რაღაც 4,98 დოლარი შეადგინა, მაგრამ მაღაზიამ სწრაფად შეიცვალა პროფილი, გალანტერიის და კანცელარიის ნივთები ჩინურმა ფაიფიფურმა, ნახევრად ძვირფასმა ფრანგულმა სამკაულმა, ვერცხლის მრავალფეროვანმა ნაკეთობამ ჩაანაცვლა და საქმეც დაიძრა. მალე მაღაზიას მუდმივი კლიენტურა გაუჩნდა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ არისტოკრატები და მეწარმეები, ცნობილი პერსონები და მაღალი საზოგადოების წარმოამადგენლები.