ეს იყო პირველი შემთხვევა, მსგავსი რამ აღარ განმეორედება- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც 3 წლის ბავშვი სიგარეტს ეწევა, არასრულწლოვანის დედა პირველ კომენტარს აკეთებს.სალომე საგინაძე აცხადებს,რომ მან არ იცოდა, თუ ამით მისი შვილის უფლებები ირღვეოდა. მცირეწლოვნის მშობელი ამბობს რომ ეს იყო ხუმრობა, რომელიც აღარ განმეორდება. რაც შეეხება ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი შესაბამისი უწყებებისგან სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას ელოდებიან.შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში 3 წლის ბავშვის ვიდეომასალა გავრცელდა, რომელშიც მცირეწლოვანი მშობლების წაქეზებით სიგარეტს ეწევა.