19 ივნისს მამების საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოში მეშვიდე წელია ეს დღე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის “ვიზრუნოთ ერთად” ინიციატივით აღინიშნება.
„კაცები ზრუნავენ“ კამპანიის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობა. თბილისში, მზიურის პარკში გასართობ-ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც გუნდების სახით მამები და შვილები მონაწილეობდნენ.
თამაშში გამოვლინდა ორი გამარჯვებული, რომლებსაც კამპანიის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა საჩუქრები გადასცეს.
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა იმ მასშტაბური ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. საქართველოში მამის დღის აღნიშვნა ემსახურება ცნობიერების ამაღლებას მამების შვილების აღზრდაში ჩართულობის მნიშვნელობაზე.
კამპანიაში „კაცები ზრუნავენ“ მოანაწილეობა შეუძლია თითოეულ მამაკაცს, რომლებიც ოჯახში როლების თანაბრად გადანაწილებისა და გენდერული თანასწორობის იდეას იზიარებს.