მცხეთის რაიონულმა სასმართლომ მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ბიძინა სტურუამ ბრალდების მხარის, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოკინაშვილს პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა საქართველოს მოქალაქემ 2020 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას და პაპას დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.