პარლამენტის შენობის წინ აქცია „მამები სიმართლისთვის" მიმდინარეობს. აქციაზე ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა იმ ადამიანთა სურათები გამოფინეს, რომლებიც, მათი თქმით, ორივე მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ და დამნაშავეთა დადგენას ხელს უშლიდნენ.როგორც „ინტერპრესნიუსს" ზაზა სარალიძემ განუცხადა, აქციები არ შეწყდება და მათი მოთხოვნები უცვლელია. მისივე თქმით, არაერთი თხოვნის მიუხედავად მათ არავინ გამოხმაურებია."ეს ადამიანები, რომელთა სურათებიც არის გამოფენილი, არინ ის გარეწრები, რომლებმაც მოგვიკლეს შვილები და რომლებიც მკვლელებს აფარებენ ხელს. აქ ვიქნები ბოლომდე და ამას არავის შევარჩენ. მე დასაკარგი არაფერი მაქვს", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.