თიანეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს მამაკაცს ბრალად არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა ედება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან თხუთმეტ წლამდე.