მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო ბრიფინგი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამართა. მისი განცხადებით პირი ვისი ლიკვიდაციაც იგეგმებოდა იდენტიფიცირებულია, თუმცა შოთაძემ მისი დასახელებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავა. რაც შეეხება დაკავებულ გიორგი მამალაძეს მას აღკვეთის რონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ის უკვე სასჯელაღასრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მთავარი პროკურორის ინფორმაციიტ მამა გიორგი ბრალს არ აღიარებს.
იხილეთ: მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი