მამაკაცი, რომელსაც მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის შოკიდან გამოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძეს განცხადებით პაციენტს სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.