34 წლის მამაკაცს, რომელმაც სურამში საკუთარი ცოლი მოკლა, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ღამით მოხდა, რა დროსაც ბავშვებიც სახლში იყვნენ. მეზობლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა ღამის 3 საათზე გაიგეს. როგორც ისინი ყვებიან, დაკავებული ალკოჰოლს ხშირად სვამდა და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.