შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თიანეთში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 32 წლის პირი თბილისში აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ორ პირს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულს 1986 წელს დაბადებულ ნ.ა- ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.