მამაკაცმა, რომელმაც კლივლენდში მოხუცი კაცის მკვლელობა სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიღო, თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას პენსილვანიის პოლიცია ავრცელებს. სტივ სტეფენსმა, მოხუცი მამაკაცის მკვლელობის შემდეგ მიმალვა მოახერხა და ძებნაში იმყოფებოდა. ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვისას მან ისიც თქვა რომ აქამდე არაერთი ადამიანი მოუკლავს. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ავტომობილი აღმოაჩინეს და მას აედევნენ. დევნის დასრულების შემდეგ სტივ სტეფენსმა დაკავებამდე თვითმკვლელობა მოასწრო. გამოძიების განცხადებით სტივ სტეფენსი აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა და ის კანონმორჩილ მოქალაქედ ითვლებოდა.