იღბლიანი მოქალაქე დევიდ როუზი უკვე 15 წელია ნაგავსაყრელზე მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, მის მიერ ნაპოვნი ნივთების ღირებულება 10 ათასი ფუნტი სტერლინგია.
მან ჩერჩილის სიგარა, პორტსიგარი და ცილინდრი იპოვა. ასევე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი ფოტო და ჩერჩილის პირადი მზარეულის 200 წერილი. ამ წერილებს მზარეული შვილს უგზავნიდა და პრემიერის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ უყვებოდა.