მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. თვითმხილველების თქმით კი, მას შემდეგ, რაც მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა, სამართალდამცავებს დახმარების თხოვნით მიმართეს, რომლებმაც თავის მხრივ საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები ჩააყენეს, თუმცა მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა.ამასთან, როგორც სააგენტოსთან საუბარში თბილისის მეტროპოლიტენში აღნიშნეს, მამაკაცი აკრძალულ ზონაში იმყოფებოდა. "დიდუბე-გოცირიძის ღია მონაკვეთზე, აკრძალულ ზონაში, მოძრაობდა, სავარაუდოდ, შუა ხნის მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ დროულად დაამუხრუჭა, მაინც მოხდა დაჯახება", - განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენში.