მამაკაცი, რომელსაც ხელყუმბარა ეჭირა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს - Palitra News

მამაკაცი, რომელსაც ხელყუმბარა ეჭირა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

2020-12-19 21:40:34+04:00

გლდანულაში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. როგორც პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის უკვე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა, თუმცა რა მოთხოვნებზეა საუბარი უცნობია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე არიან მობილიზებული.