მამაკაცი, რომელმაც რუსთავის “ცხელების ცენტრი" თვითნებურად დატოვა, სამართალდამცავებმა იპოვეს და საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს.
შუახნის მამაკაცი სასტუმრო "გრანდ ვეჯინის" საკარანტინე სივრციდან რუსთავის "ცხელების ცენტრში" 11 ივლისს გადაიყვანეს, მას კორონავირუსი ლაბორატორიული კვლევის შედეგად არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, 12 ივლისს დილით სამედიცინო დაწესებულება თვითნებურად დატოვა. პოლიცია მას მთელი დღე ეძებდა.