"შენ" - ამერიკელი მწერლის და სცენარისტის, კეროლაინ კეპნესის დეტექტიური ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი 2014 წლის სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცებლობა Atria/Emily Bestler Books-ის მიერ გამოიცა და ის ნათარგმნია 19 ენაზე , მათ შორის ქართულადაც.
წიგნის მთავარი გმირი გუინერვა ბექი ახალბედა მწერალია, რომელიც მასწავლებლის ასტიტენტია და პარალელურად დისერტაციაზე მუშაობს. ერთ დღეს გოგონა წიგნების მაღაზია ისტ ვილიჯში, შეხვდება ახალგაზრდა მიმზიდველ მამაკაცს, ჯო გოლდბერტს, რომელიც მაღაზიაში წიგნის გამყიდველის პოზიციაზე მუშაობს.
ჯო პირველივე დანახვისთანავე შეპყრობილი ხდება გოგონათი , მას შემდეგ რაც ის გოგონას საკრედიტო ბარათის მეშვეობით მის ვინაობას დაადგეს, იწყებს გუგლის საშუალებით გოგონას შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოძიებას , მათ შორის მისამართის , რომლის გაგების შემდეგაც იწყებს ყოველდღიურ თვალთვალს და კონტროლს გოგონას პირადი ცხოვრების. მისი ერთადერთი მიზანი , გოგონას ხელში ჩაგდებაა , რისთვისაც მზადაა მოირგოს იდეალური მამაკაცის როლი , იზრუნოს გოგონას პრობლემების მოგვარებაზე იმგვარად , რომ მკვლელობაზეც არ დაიხიოს უკან.
კეროლაინ კეპნესი 1976 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში , მასაჩუსეტში , კეიპ კოდის ნახევარკუნძულზე დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა ბრაუნის უნივერსიტეტში დაიწყო , რომლის დასრულების შემდეგაც ბაკალავრიატის ხარისხი მიიღო და მუშაობა რეპორტიორად Entertainment Weekly-ში დაიწყო.
მწერალმა თავისი პირველი წიგნი „შენ“ 2014 წელს დაწერა , რასაც მოჰყვა რომანები დამალული სხეული , განგება და მისი ბოლო წიგნი „შენ მე გიყვარვარ“ , რომელიც მწერალმა 2021 წელს გამოსცა. წიგნის მიხედვით სცენარისტებმა გრეგ ბერლანტიმ და სეროი გემბლმა კინოკომპანია უორნერ ბრაზერსის პროდიუსერობით გადაიღეს სერიალი უცვლელი სახელწოდებით „შენ“ , რომლის პირველი სეზონიც 2018 წელს ტელეარხ lifetime-ზე გავიდა , მეორე სეზონიდან კი სერიალი ნეტფლიქსის პლატფორმაზე გაგრძელდა , სერიალი ჯამში 3 სეზონისგან შედგება.
წიგნი ქართულ ენაზე 2021 წელს ითარგმნა და გამოიცა , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ წიგნების სერიაში „ტოპ თრილერი“ და ამ დროიდან ხელმწისაწვდომია წიგნების მაღაზიათა ქსელ ბუბლუსსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე, Palitral.ge