გლდანში შემოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი გაიქცა. მის ასაყვანად სამძებრო ოპერაცია თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა. სამართალდამცველებმა მანქანა გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, სუპერმარკეტ „ფრესკოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.